"ცენტრის ექიმებთან შეხვედრამ ნათლად დამანახა - რას ნიშნავს იყო ნამდვილი ექიმი"

16 დეკემბერი, 2021 სიახლეები 2 წთ საკითხავი

"ცენტრის ექიმებთან შეხვედრამ ნათლად დამანახა - რას ნიშნავს იყო ნამდვილი ექიმი"

"გამარჯობა,

მინდა მადლობა გადაგიხადოთ გაწეული სამსახურისთვის.

მადლობა კოვიდ-განყოფილების მედ-პერსონალს, ლელა კოპალეიშვილის და უკლებლივ ყველა თანამშრომელს. მათ 75 წლის ქალბატონს სიცოცხლე მეორედ აჩუქეს. პაციენტს აქვს არაერთი ქრონიკული დაავადება, ერთი თვის წინ ჩაფიძის გულის ცენტრშივე ჩაუტარდა აორტო-კორონარული შუნტირება, ორი კვირის წინ კი დაუდასტურდა კოვიდ-ინფექცია.

რომ არა თქვენი კლინიკის თითოეული ექიმისა თუ ექთნის ამხელა ძალისხმევა - რთულად წარმოსადგენი იქნებოდა ბებიას გამოჯანმრთელება.

დიდი მადლობა მის კარდიოლოგს - ქალბატონ ლალა კაპანაძეს, რომლის ყურადღებასაც დღემდე ასე აქტიურად ვგრძნობთ.
ძალიან დიდი მადლობა ბატონ ზვიად ბახუტაშვილსა და მის გუნდს. საოცარი და სამაგალითოა ბატონი ზვიადის დამოკიდებულება თითოეული პაციენტის მიმართ.

მე თ.ს.ს.უ.-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ და თქვენი კლინიკის ექიმებთან შეხვედრამ ნათლად დამანახა - რას ნიშნავს იყო ნამდვილი ექიმი.

"ჩაფიძის გულის ცენტრი არის ადგილი", სადაც პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად საუკეთესო ექიმები იბრძვიან. კლინიკის პაციენტების ოჯახის წევრებს კი მინდა ვუთხრა - რომ მშვიდად იყვნენ, მათი საყვარელი ადამიანი ამ კლინიკაში არსებული სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის გამო საიმედო ხელშია და მალე გამოჯანმრთელდება!"

თათული თოდუა
#პაციენტისტორია







0
People reached



0
Engagements



–
Distribution score



Boost post

Like



Comment



Share








გაზიარება
ვიზიტზე ჩაწერა შეფასების ყუთი