საქველმოქმედო აქცია ვეტერანებისთვის 25.06.2017

6 ივლისი, 2017 სიახლეები 1 წთ საკითხავი

საქველმოქმედო აქცია ვეტერანებისთვის 25.06.2017

25 ივნისს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში აფხაზეთის და პანკისის რეგიონისვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს კარდიოლოგიური პროფილის გამოკვლევები და დიაგნოსტირება სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ. მემორანდუმის ფარგლებში მომსახურეობა გაეწია უწყების 130-მდე ბენეფიციარს. ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის მიმდინარე წლის 10 აპრილს გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულ მიზნობრივ ჯგუფებს გეგმის მიხედვით ჩაუტარდებათ გამოკვლევები და გაეწევათ კონსულტაციები კლინიკის წამყვანი სპეციალისტების მიერ. კარდიოლოგიიის ცენტრში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის უფასო სამედიცინო მომსახურეობით (ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპიური გამოკვლევა, ელექტროკარდიოგრამა) ისარგებლებენ როგორც თბილისის, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლები.


გაზიარება
ვიზიტზე ჩაწერა შეფასების ყუთი