
საქველმოქმედო აქცია გორში 16.12.2017
2017 წლის 16 დეკემბერს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა გორის სამედიცინო ცენტრში ადგილობრივ მოსახლეობას მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება სრულიად უფასოდ გაუწია.- ექოკარდიოგრაფია
- ელექტროკარდიოგრაფია
- კარდიოლოგის კონსულტაცია
- ლაბორატორიული ტესტები (გლუკოზის და ლიპიდების განსაზღვრა).

მიუხედავად იმისა, რომ საქველმოქმედო აქცია "ჩაფიძის გულის ცენტრი თქვენი გულისთვის" ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა, მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფების (ვეტერანების, სოციალურად დაუცველების) ინფორმირება/მობილიზაცია მაინც ხდება შესაბამისი სამსახურების მიერ.
ჩაფიძის გულის ცენტრი შემდეგ საქველმოქმედო აქციას მალე დაანონსებს.